სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:05 | 27.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა "იუვენტუსთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ნაპოლის" ყოფილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი ტურინის "იუვენტუსში" მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ "ბიანკონერმა" 90 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს და თანხას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაფარავს.

იგუაინი "ნაპოლიში" მადრიდის "რეალიდან" 2013 წელს გადავიდა. მას შემდეგ გონსალომ 149 მატჩი ჩაატარა და 91 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად არგენტინელმა იტალიის თასი და სუპერთასი 2014 წელს მოიგო. გასულ სეზონში იგუაინი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 36 გატანილი გოლით გახდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130556