კოტ დივუარის ეროვნული ნაკრების შემტევმა მაქს გრადელმა "ბორნმუთთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.
გრადელი პრემიერლიგის გუნდში 2015 წლის ზაფხულში მივიდა. გასულ სეზონში აფრიკელი ტრავმიანობდა და ჩატარებულ 15 მატჩში თავი 1 გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გრადელის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს.