ფეხბურთი

12:45 | 27.07.2016 | ნანახია 1139 - ჯერ

"ლილიმ" პსჟ-ს აღზრდილი გაიფორმა

"პარი სენ ჟერმენის" აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველი იუნუს სანკარე კარიერას "ლილიში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სენეგალის და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სანკარემ საფეხბურთო კარიერა პსჟ-ში დაიწყო და მთავარ გუნდში 2007 წელს დააწინაურეს. 2009 წლის იანვარში ფეხბურთელი ჯერ "რეიმსში" გაანათხოვრეს, შემდეგ "დიჟონში", სადაც პარიზელებმა ნახევარმცველი ნახევარ მილიონად გაყიდეს. საბოლოოდ სანკარე აღმოჩნდა "გენგამში" და ამ კლუბში ბოლო სამი სეზონი ითამაშა.

გასულ სეზონში იუნუსმა ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევრო გახლავთ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:05 | 27.07.2016
johnsilver (1156)

ასეთ გაუნათლებელ ჟურნალისტებს სად პოულობთ ან რედაქტორი არ გყავთ? ლილი არა ივეტა და ჟანა...
გუნდს ქვია "ლილლ" და ბრუნვაში ლილმა უნდა იყოს. სირცხვილია უბრალოდ, მონოპოლისტები ხართ ბაზარზე და წერა-კითხვის არმცოდნეები წერენ სტატიებს...

14:21 | 27.07.2016
MatsSundin (1595)

ამ ყურუმსაღზე ამბობენ, რეინჯერსიში,სელტიკიში,ბაიერნიში ან იუვენტუსიშიც წაითამაშებდა,ნება რო მიეცათო.

13:15 | 27.07.2016
a.reversi (9540)

აუ კაი რა ლილი უხცოური გუნდის დასახელებაა მეგობარო და უცხოურიდან შემოსული სახელები არც იკვეცება არც იკუმშება და ფუძეც ისაა რას თავად სახელი ანუ ლილი ნუ 4 წლის წინ გამოცდებზე ასე იყო და დღეს თუ ენაში რამე შეცვალეს არვიცი მეტი პრობლემა ვერ ნახე ამ საიტზე ლილიმ და ლილმა-ს განსხვავება რო დაინახე?

0.117621