ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს 2016 წლის ბოლომდე გერმანელი მცველის, პერ მერტესაკერის იმედი ვერ ექნება.
31 წლის ფეხბურთელი გუნდში კაპიტნად აირჩიეს, მაგრამ მუხლის ტრავმა მიიღო და ახლა „მეთოფეებს“ ახალი კაპიტნის არჩევა მოუწევთ.
ვენგერმა გერმანელის ტრავმა დაადასტურა და თქვა, რომ ის გუნდს რამდენიმე თვე დააკლდება, ხოლო The Telegraph-მა საკუთარი წყაროებით გაარკვია - პერის გამოჯანმრთელებას ხუთი თვე დაჭირდება და შედეგად, ის კალენდარული წლის ბოლომდე მოედანზე ვერ გავა.
აღსანიშნავია, რომ მერტესაკერს „არსენალთან“ მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.