“მაიამი ჰიტმა” 24 წლის ამერიკელი კალათბურთელი დიონ უეიტერსი დაიმატა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, უეიტერსმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 5.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
უეიტერსი 2012-15 წლებში “კლივლენდ კავალიერსის” ღირსებას იცავდა, გასულ სეზონში მსროლელი “ოკლაჰომაში” თამაშობდა.