ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს პრაღის ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) პირველი მატჩი გუშინ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, ხელი უამინდობამ შეუშალა.
წვიმის გამო არაერთი შეხვედრა გადაიდო და მათ შორის იყო ბასილაშვილი-ხორდი სამპერ-მონტანას დაპირისპირებაც.
თუკი არაფერი შეიცვალა, ქართულ-ესპანური შერკინება დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.
გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლოზი მერვედფინალში ბრაზილიელ გემსა და ფრანგ მიჩონს შორის უმჯობესს შეერკინება. ეს თამაში ასევე დღეს გახლავთ დაგეგმილი.