ფეხბურთი

20:58 | 26.07.2016 | ნანახია 4243 - ჯერ

ოფიციალურად: პატო ევროპაში დაბრუნდა

ბრაზილიელი თავდამსხმელი ალეშანდრე პატო ევროპას დაუბრუნდა. ამის შესახებ მისი აწ უკვე ყოფილი კლუბის, “კორინთიანსის” ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 26 წლის სამხრეთამერიკელი შემტევი ამიერიდან ესპანური “ვილიარეალის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ტრანსფერი ესპანელებს ჯერ არ დაუდასტურებიათ და ამიტომაც, უცნობია კონტრაქტის ზუსტი დეტალები და ხელშეკრულების ხანგრძლივობა.

“ვილიარეალთან” შეთანხმება მიღწეულია ალეშანდრე პატოს კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის თაობაზე”, - წერს ბრაზილიური გრანდის საიტი.

პატო მიუხედავად ჯერაც საკმაოდ პატარა ასაკისა, პირველად ძველ კონტინენტზე 2008 წლის ზამთარში გამოჩნდა, როცა იტალიურ “მილანში” ჩაირიცხა და იქ 2013 წლამდე დარჩა, მაგრამ მერე სამშობლოში დაბრუნდა, სადაც “კორინთიანსისა” და “სან პაულუს” რიგებში გაისარჯა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი, იჯარით ლონდონის “ჩელსიში” დაჰყო, მაგრამ ნისლიან ალბიონზე თავი ვერ დაიმკვიდრა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:09 | 26.07.2016
valeri8848 (2622)

ბერლუსკონას გომბიომ არგნახოს თორემ დაგტოვებს ტყავს და ფანჩარს

21:39 | 26.07.2016
5_stars (11475)

ოფიციალურად იგუაინი 90 ლიმონად გადავიდა იუვენტუსში

ამაზე უბედური და სამარცხვინო ტრანსფერი (თანხის მხრივ) აქამდე არ მსმენია
სირცხვილი იუვენტუსს

23:35 | 26.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ეგეთი სასირცხვილო რამ ჩინელებსაცკი არუქნიათ.

21:27 | 26.07.2016
PAULINO (2762)

კარგია, ლა ლიგა უნდა მოიხოდო. ატლეს გაძლიერება მახარებს,ერთი ვალენსია და სევილიაც მოძლიერდნენ უფრო მეტად და ძალიან მაგარი იქნება.

21:26 | 26.07.2016
Manivela (56)

პატო უკვე კაი ხანია ვეტერან ფეხბურთელათ ითვლება და იყოს 26 წლის შუშუს ფეხები აქ ამ კარგ მო ტ ერთი პატკატი და წავიდა ლოგინში 4-5 თვით...

0.115378