კალათბურთი

17:11 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

დღეს იწყება თბილისის საერთაშორისო ტურნირი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. საქართველოსთან ერთად ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთსა და ისრაელის ნაკრებები. მეოთხე მონაწილე რუმინეთი თბილისში არ ჩამოვიდა და მიზეზად სტამბოლის გავლით მგზავრობის უსაფრთხოების გარანტიის არქონა დაასახელა.

შესაბამისად, მატჩების რაოდენობა გუნდებს შეუმცირდათ. ამის გამო, საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს და ტურნირის დაწყებამდე 1 დღით ადრე ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გაიმართა.

ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ახლო აღმოსავლელებმა პირველი პერიოდი 32:17 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში ვითარება ვერ გამოასწორა და საბოლოოდ 47 ქულის სხვაობით – 57:104 წააგო.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ოთარ პერტაია ასცდა, რომელმაც 20 ქულას უწია. მის კვალზე 9 ქულა ჰქონდა ლაშა მიქელაძეს, ხოლო 7 – ირაკლი სულხანიშვილსა და გიორგი კვაჭანტირაძეს.

დღეს, თბილისის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს. შეხვედრა სპორტის ახალ სასახლეში, 18:00 საათზე დაიწყება.

ამხანაგური მატჩი. თბილისი. სპორტის ახალი სასახლე. 25 ივლისი

საქართველო (U-16) – ისრაელი (U-16) 57:104 (17:32, 19:25, 14:24, 7:23)

www.gbf.ge

0.14034