ფეხბურთი

18:58 | 26.07.2016 | ნანახია 2221 - ჯერ

კლოპმა საკო სახლში გაუშვა

„ლივერპულის“ ფრანგმა მცველმა მამადუ საკომ აშშ-ში მიმდინარე კლუბის შეკრება დატოვა და ინგლისში გაემგზავრა.

Liverpool Echo-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პირადად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიიღო.

26 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი ჯერ არ მოუშუშებია და მკურნალობას განაგრძობს. ის სეზონის სტარტსაც გამოტოვებს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა საკოს გუნდთან ერთად ყოფნას. მაგრამ კლოპი უკმაყოფილო დარჩა ფრანგის დამოკიდებულებით ლოს-ანჯელესში გაშლილ საწვრთნელ ბანაკთან მიმართებაში და მისი ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა.

ასევე ტრავმირებული მოთამაშეები - ლუკას ლეივა და ჯო გომესი მერსისაიდელთა ბანაკში რჩებიან, თუმცა მათაც მოუწევთ საწვრთნელი მატჩების და სეზონის სტარტის გამოტოვება. კლუბში საკოსთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურეს, დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან კი, თავი შეიკავეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:39 | 26.07.2016
TERRY 26 LAMPARD 8 (3422)

ბლომადაა ლივერპულიდან ნაგავი გასატანი,მაგისთვის კლოპს ამის მერე 2 სეზონი კიდევ დასჭირდება რომ თავის გემოზე მოხოდოს გუნდი.

19:07 | 26.07.2016
Torres9 (12692)

ალენი რო 13 მილიონად სტოკში გადავიდა ეგეც დაგეწერათ და ასევე აიბიც რომელიც ბორნმუთში გაუშვა კლოპმა,ახალგაზრდა სინკლერი უოტფორდში,კოლო ტურე სელტიკში,შკრტელი ფენერბაჰჩეში.

0.128917