26 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის პრეს-ცენტრში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები დაიწყო.
პროგრამის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მიესალმა. დავით მუჯირი კურსის მონაწილეებს პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვა.
მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი 10 დღის განმავლობაში ჩატარდება და მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კომპონენტს. ამ ეტაპზე სწავლებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 24 ლიცენზიის მაძიებელი გაივლის.
აღნიშნული კურსი მწვრთნელთა განათლების პროგრამის პირველი საფეხურია, რის შემდეგაც 1 წლის სამუშაო სტაჟის მქონე მწვრთნელებს უკვე საშუალება ექნებათ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე გააკეთონ განაცხადი.
www.gff.ge