ფეხბურთი

13:00 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: "ჩელსი" და "ნაპოლი" მეპატიჟებიან"

ბოლო დროს უცხოური გამოცემები ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ფეხბურთის სათამაშოდ ისევ ევროპაში დასრულდეს. უშუალოდ, სამხრეთამერიკელმა შემტევმა აღნიშნული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ “ბოკა ხუნიორსიდან” წასვლას არ აპირებს.

“ბოკაში” თავს კარგად ვგრძნობ – ჩემი იდეა, მიზანია საფეხბურთო კარიერა ამ დიდებულ გუნდში დავასრულო. ევროპა? – დიახ, მართალია. “ნაპოლი” და “ჩელსი” მეპატიჟებიან, მაგრამ უკვე ვთქვი რასაც ვაპირებ და რაც მსურს – ვრჩები “ბოკაში”, სანამ კარიერას არ დავასრულებ”, - თქვა ტევესმა.

კარლოს ტევესი მშობლიურ გუნდს ერთი წლის წინ დაუბრუნდა. მანამდე კი, ორი წელი ტურინის “იუვენტუსში” გაატარა, სადაც მშვენივრად იბურთავა. გარდა ამისა, კარლიტოსს თავის დროზე ევროპაში “ვესტ ჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” ღირსება დაუცავს.

0.115893