ფეხბურთი

21:24 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მომავალი ჩემპიონატის და თასის ფორმატი

7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართება. “ჩელე არენაზე”, ბათუმის „დინამო“ სამტრედიას უმასპინძლებს. სწორედ ბათუმელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მომავალი ჩემპიონატის და თასის ფორმატი.

საქართველოს ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბერს დასრულდება. 14 გუნდი ორ, 7-7-გუნდიან ჯგუფად დაიყო.

ჩემპიონი და ევროპალიგის საგზურის ერთი მფლობელი ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან ფინალურ დაპირისპირებაში გაირკვევა, ხოლო ევროპალიგის დანარჩენი ორი საგზურის პატრონი – ჯგუფებში მე-2 და მე-3 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის პლეი-ოფითა და ეროვნული თასის გათამაშებით.

უმაღლესი ლიგიდან 4 გუნდი გავარდება. ჯგუფებში ბოლო, მე-7 ადგილზე გასული 2 გუნდი პირდაპირ დაქვეითდება, ხოლო მე-5 საფეხურზე გასულები მეორე ჯგუფის მეექვსეადგილოსნებს პლეი-ოფებში შეხვდებიან და მათ შორის 2 უიღბლოც ასევე ორი მატჩით გამოვლინდება.

რადგან 2017-18 წლების ევროგათამაშების საგზურის მფლობელები გარდამავალ ჩემპიონატში უნდა გაირკვეს, წელსვე გაიმართება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება, ოღონდ თითოეული ეტაპის გამარჯვებული 2-მატჩიან დაპირისპირებაში აღარ გაირკვევა – იქნება მხოლოდ ერთი თამაში.

თასის საკვალიფიკაციო ეტაპს პირველი ლიგის 8 გუნდი დაიწყებს. ამ რვიდან 4 გამარჯვებულს მე-2 ეტაპზე პირველი ლიგის დარჩენილი 10 და უმაღლესის ასევე 10 მონაწილე დაემატება, სულ 24 – ევროთასების მონაწილეთა გარდა. 1/8-ფინალიდან, წყვილებში გამარჯვებულ 12 გუნდს ევროთასების მონაწილე 4 გუნდიც დაემატება, ფინალი კი დეკემბერში გაიმართება. მაგრამ თუ თასის მფლობელი ჩემპიონიც გახდება, ფინალისტი ევროპალიგაზე ვერ გავა.

უმაღლესი ლიგის კალენდრის პროექტი

0.12046