სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:00 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა „ოლიმპიკის“ სკოლა დაათვალიერეს

25 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ დამფუძნებელ კარლო მჭედლიძესთან ერთად დიღომში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის" ბაზა დაათვალიერეს.

მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საფეხბურთო სკოლის მიწის ნაკვეთი „ოლიმპიკს" კერძო საკუთრებაში ოფიციალურად დაუმტკიცდა. სკოლის ხელმძღვანელობა მომავალში მნიშვნელოვანი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოწყობას, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონისა და სამედიცინო ცენტრის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის სასტუმროს აშენებაც.

საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკი“ 1997 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის, „ოლიმპიკში" სხვადასხვა ასაკის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.108204