კალათბურთი

14:23 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრები სრულ დატვირთვებზე გადავიდა (+VIDEO)

რაც სლოვენიაში იმყოფება, საქართველოს ნაკრებმა ყველაზე ხანგრძლივი და დატვირთული ვარჯიში 24 ივლისს გამართა. ქართველების ბერძენმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდი დილას დაასვენა, საღამოს კი 7-დან 9 საათამდე კომბინირებული და საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიში ჩაუტარა.

ვარჯიშზე კალათბურთელები მხოლოდ რამდენიმე წუთით დაკავდნენ ფიზმომზადებით – ძირითადი აქცენტი თამაშზე, დაცვით და შეტევით კომბინაციებზე იყო გადატანილი. ყურადღება დაეთმო სროლებსაც. ზოგადად, ზუროსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სროლებს. ყოველ კომპონენტზე ვარჯიშს ის საჯარიმო სროლებით ამთავრებს. ანუ კალათბურთელმა 2 საჯარიმო მიყოლებით სუსტად უნდა შეასრულოს, რომ დაისვენოს და შემდეგ ვარჯიშზე გადავიდეს. ასე რომ, მთლიანი ვარჯიშის მსვლელობისას თითოეულ კალათბურთელს 14-18 საჯარიმოს შესრულება უწევს, რომ არაფერი ვთქვათ ცალკე სროლით ვარჯიშებზე.

აღნიშნულმა ვარჯიშმა თორნიკე შენგელიასა და ლუკა ზაქრაძის გაეშე ჩაიარა. შენგელიას ტემპერატურა ჰქონდა ცოტა ზღვარს მიღმა და მწვრთნელებმა სიცხის დამწევი მედიკამენტით ვარჯიშს, მისი დასვენება გადაწყვიტეს. რაც შეეხება ზაქრაძეს, მან წინა ვარჯიშზე ჯოჭი ამოიბრუნა და თავისი განცხადებით მზადყოფნაში კი იყო, თუმცა ექიმებმა არ გარისკეს და ნაკრების ახალწვეული დაასვენეს.

თვალში საცემია მოთამაშეთა პროგრესი როგორც სათამაშო, ისე ფიზიკურ კომპონენტებში. ნაკრების მომზადების დონე მაღლა მიიწევს და ამას მოთამაშეებიც კარგად ხედავენ. ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთეს ბექა ბურჯანაძემ და ბესო ლეჟავამ.

www.gbf.ge

0.212623