ფეხბურთი

17:24 | 25.07.2016 | ნანახია NaN - ჯერ

მენეზი ისევ დაშავდა

იტალიური „მილანის“ ფრანგ ნახევარმცველ ჟერემი მენეზის წვივის კუნთის პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის შემტევი სტილით მოთამაშეს ხერხემლის თიაქარის გამო გასულ სეზონში ექვსი თვე გაუცდა და მოედანს მხოლოდ თებერვალში დაუბრუნდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ამჯერად ფრანგმა ვარჯიშისას მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. გუნდი წინასასეზონო მზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გადის, მენეზიმ უკვე დატოვა საწვრთნელი შეკრება და იტალიაში გაემგზავრა, სადაც მას სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდება.

ჟერემის „მილანის“ გარდა „მონაკოში“, „რომასა“ და პსჟ-ში უთამაშია. გასულ სეზონში მან „როსონერის“ მაისურით მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:06 | 11.11.2013
bvb-09 (329)

ტურე მოიგებს იასნად

17:02 | 11.11.2013
italiafun-juventino (12319)

რა თქმა უნდა ტურე

16:47 | 11.11.2013
arsenal-14 (2185)

ტურეს ეკუთვნის ამათგან.

16:43 | 11.11.2013
riva (2859)

ტურე გახდება

16:42 | 11.11.2013
El Capitano 7 (35967)

ტურე აიღებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.071401
სარეკლამო ადგილი - 99
X x X