ფეხბურთი

16:47 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ არბელოათი გაძლიერდება

დიდი ალბათობით, მარჯვენა მცველი ალვარო არბელოა უახლოეს პერიოდში „მილანის“ ფეხბურთელი გახდება.

33 წლის ესპანელს 30 ივნისს მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. „სამეფო კლუბის“ აღზრდილი ფეხბურთელი 2006-2009 წლებში „დეპორტივოსა“ და „ლივერპულში“ თამაშობდა, რის შემდეგაც მშობლიურ გარემოს დაუბრუნდა და 7 წელიწადი „რეალში“ გაატარა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისით პირადად იყო დაინტერესებული „მილანის“ თავკაცი ვინჩენცო მონტელა და La Gazzeto dello Sport-ის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში არბელოა კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გასულ სეზონში ალვარო „რეალის“ სარეზერვო მოთამაშე იყო და პრიმერა დივიზიონის 6, ჩემპიონთა ლიგის 2 და თასის ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.119207