სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

22:05 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მინისტრმა ბეისბოლისტებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან ერთად, საქართველოს ბეისბოლის ეროვნული ნაკრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

ქართველმა ბეისბოლისტებმა, დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მდებარე სტადიონზე ივარჯიშეს. ნაკრების წევრები პოლონეთში, ქალაქ მიესკაგორკაში ევროპის ჩემპიონატის C საკვალიფიკაციო ჯგუფში მიიღებენ მონაწილეობას ესტონეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და უნგრეთის ნაკრებებთან ერთად.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 2017 წელს B ჯგუფში აინაცვლებს. საჩვენებელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმაც, რომლებსაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნუგზარ კაპანაძემ და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გოგა დათუნაშვილმა ბეისბოლის ძირითადი წესები გააცნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113975