ფეხბურთი

13:31 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაზელმა" ჯაკას გაუხანგრძლივა

ალბანეთის ნაკრებისა და “ბაზელის” ფეხბურთელი ტოლან ჯაკა შვეიცარიულ გუნდში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ლურჯ-წითლების ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 25 წლის ალბანელი “ბაზელში” კარგა ხანია თამაშობს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაცაა.

გასულ სეზონში მან შვეიცარიის სუპერლიგაში 24 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია. ჯაკამ ერთი თვის წინ ეროვნული ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა.

0.109895