ჭიდაობა

0:10 | 25.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი პოდიუმი ოქროს გარეშე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულა. გუშინდელ მონაგარს - გიორგი შოთაძის (50 კგ) ოქროსა და გიორგი ჩხიკვაძის (42 კგ), ლერი აბულაძისა (58 კგ) და გიორგი ქაცანაშვილის (85 კგ) ბრინჯაოებს დღეს თავისი წილი მედლები ირაკლი ძიმისტარიშვილმა (54 კგ), ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და საბა ცეცხლაძემ (100 კგ) მიამატეს.

54 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ისევე, როგორც თითქმის ყველა წონაში, ევროკონკურენციაში ორი ქართველი მოჭიდავე ჩაება. ირაკლი ძიმისტარიშვილი და ოთარ აბულაძე ნახევარფინალამდე ვერავინ შეაჩერა. ძიმისტარიშვილმა გზად ბულგარელი ივო კრასიმიროვ ილიევი (10:1), აზერბაიჯანელი ნურლან დადაშოვი (2:1) და რუსეთის ნაკრების წევრი რახმან ტავმურზაევი (9:0) ჩამოიცილა. აბულაძემ – რუმინელი დანიელ-კრისტიან პოტოში (11:0), უკრაინელი ვლადისლავ ბორისენკო (3:0) და ბელარუსი არტემ ჰორბაჩი (8:0). ნახევარფინალში კი თანაგუნდელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ძიმისტარიშვილმა 8:6 იმარჯვა.

ფინალურ ბლოკში, გადამწყვეტი გამარჯვება ვერც ერთმა ვეღარ მოიპოვა. ოთარ აბულაძე რეპეშაჟის ფინალში რახმან ტავმურზაევთან დამარცხდა (2:4) და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ძიმისტარიშვილი კი ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე სომეხმა შანტ ხაჩატრიანმა არ მიუშვა (0:7).

ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) და საბა ცეცხლაძე (100 კგ) პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდნენ. მაჩალიკაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, რუს სერგეი სტეპანოვთან წაგებით (1:5). იქამდე სომეხ ჰრაჩა პოღოსიანს (8:4), შვედ რასმუს ლილემან აასტროემსა (4:0) და აზერბაიჯანელ ელნურ ასადოვს (3:1) აჯობა. ბრინჯაოს გზაზე კი უნგრელ ზსოლტ პუტნოკისა (4:1) და ლიტვის ნაკრების წევრ დიმიტრი პარეჭელაშვილს (2:1) მოუგო.

ცეცხლაძემ ევროპირველობა ლატვიელი მიხალის ცემისის ძლევით (2:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ შარაპ ალიხანოვთან დამარცხდა (0:6) და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც ჯერ ბერძენ იორდანის კალაიციდისს (11:0) მოუგო, ხოლო გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ ჰიმეტ აკსიტს აჯობა (3:1).

დღესვე, საქართველოს სახელით შვედურ ხალიჩაზე დავით ფუტკარაძე, აკაკი ოსიაშვილი (ორივე 46 კგ), ნიკა ყორშია (63 კგ), ლუკა ხუციშვილი, გიორგი ცოფურაშვილი (ორივე 76 კგ) და ზაზა სილაგაძეც (100 კგ) გავიდნენ, მაგრამ პოდიუმს მიღმა დარჩნენ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატი, ჭაბუკები, სტოკჰოლმი, 23-24 ივლისი

42 კგ

1 ვლადისლავ კუზკო (უკრაინა)

2 ანვარ ალახიაროვი (რუსეთი)

3 გიორგი ჩხიკვაძე (საქართველო)

3 ხუსეინ რახმონოვი (რუსეთი)

46 კგ

1 გიორგი ტიბილოვი (რუსეთი)

2 კადირ კაზიმ კამალი (თურქეთი)

3 ჰუსეინ ჰუსეინოვი (რუსეთი)

3 ნიკოლაი შოჰეი მოჰამადი (დანია)

50 კგ

1 გიორგი შოთაძე (საქართველო)

2 სამველ გრიგორიანი (სომხეთი)

3 ზაურ ნურიევი (აზერბაიჯანი)

3 არტურ გალსტიანი (სომხეთი)

54 კგ

1 შანტ ხაჩატრიანი (სომხეთი)

2 ირაკლი ძიმისტარიშვილი (საქართველო)

3 კარემ კამალი (თურქეთი)

3 რახმან ტავმურზაევი (რუსეთი)

5 ოთარ აბულაძე (საქართველო)

58 კგ

1 აბდულ სამეტ ბაშარი (თურქეთი)

2 დმიტრო მიროშნიკი (უკრაინა)

3 ლერი აბულაძე (საქართველო)

3 ფამილ შუშაზადე (რუსეთი)

63 კგ

1 ჰაავარდ იორგენსენი (ნორვეგია)

2 სერგეი სტეპანოვი (რუსეთი)

3 ქერიმ მაჩალიკაშვილი (საქართველო)

3 ანატოლი პოპოვი (მოლდოვა)

69 კგ

1 მალხაზ ამოიანი (სომხეთი)

2 ალბერტ იეგიკიანი (სომხეთი)

3 არტიომ ვალასკოვიჩი (ბელარუსი)

3 ულვუ განიზადე (აზერბაიჯანი)

76 კგ

1 დმიტრო ვასეცკი (უკრაინა)

2 დანილ ანდრონოვი (რუსეთი)

3 ჰანს უკუ ლეიტამი (ესტონეთი)

3 ტეოდორ ჩავდაროვ დომოზინოვი (ბულგარეთი)

85 კგ

1 ალექსანდრ კომაროვი (რუსეთი)

2 მარკუს რეჯინგერი (ავსტრია)

3 გიორგი ქაცანაშვილი (საქართველო)

3 სტანისლავ პსეუნოვი (რუსეთი)

100 კგ

1 შარაპ ალიხანოვი (რუსეთი)

2 ჯერალდ კიპრიან კურნიჟაკი (პოლონეთი)

3 საბა ცეცხლაძე (საქართველო)

3 ალი ამინზადე (აზერბაიჯანი)

0.116068