კალათბურთი

23:41 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“პანათინაიკოსი” კეი სი რივერსს შეუთანხმდა

ათენის “პანათინაიკოსმა” ამერიკელ მცველ კეი სი რივერსთან კონტრაქტი გააფორმა. ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ის “მწვანეების” ღირსებას “1+1” სისტემით დაიცავს.

29 წლის რივერსი გასულ სეზონში მადრიდის “რეალის” და მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე ზაფხულიდან კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.

0.127109