ფეხბურთი

18:36 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშმა” ადრიანო დაიმატა

კატალონიის “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილი მცველი ადრიანო კორეია ამიერიდან სტამბულის “ბეშიქთაშის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია თურქეთის ჩემპიონის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. ადრიანო “ბეშიქთაშს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ხოლო პირადი გასამრჯელო და ხელშეკრულების ვადა, ამ დროისთვის არ ხმაურდება.

31 წლის ბრაზიელიელი განაპირა მცველი “ბარსელონაში” 2010 წლიდან ირიცხებოდა, სასტარტოს წევრად არასდროს მიიჩნეოდა, თუმცა თამაში მაინც უწევდა. ამას ვერ ვიტყვით გასულ სეზონზე, როდესაც ადრიანოს თამაში სულ რვაჯერ მოუწია. მანამდე იგი წარმატებით ანდალუზიური “სევილიას” რიგებში გამოდიოდა.

0.115453