უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" 1:0 მოუგო დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცს". ორივემ შეუცვლელად ითამაშა. კობახიძე, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, საუკეთესო იყო მინდორზე და თითქმის ყველა სახიფათო შეტევაში მონაწილეობდა.
პოლონეთში, მეორე ტურის შეხვედარში კვლავ 0:0 ითამაშა ლაშა დვალის "შლიონსკმა". დვალის გუნდმა ჩემპიონ ვარშავის "ლეგიასთან" სტუმრად აიღო ქულა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და პოლონური სპორტ-ის ცნობით, მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.







