ფეხბურთი

20:35 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილის შეხვედრა ყაზბეგში

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ყაზბეგში გახლდათ და იქაურ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს შეხვდა. ყაზბეგში ბავშვთა საფეხბურთო გუნდები რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა და სხვადასხვა ასაკის 80 ბავშვი ვარჯიშობს.

შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე და ყაზბეგის გამგებელი დაესწრნენ. კობიაშვილმა ბავშვებს საჩუქრად გადასცა სპორტული ეკიპირება და ბურთები, გაესაუბრა მათ და შეკითხვებსაც უპასუხა.

დიდი ინტერესი გამოიწვია კობიაშვილის სტუმრობამ, ჟრიამული არ აკლდა იქაურობას. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ეს სტიმული იყო.

"ფეხბურთის ფედერაცია და პირადად მე, ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდში. დღეს ჩამოვიტანეთ ინვენტარი. როგორც ბურთები, ასევე სხვადასხვა რამ. მოხარული ვარ, რომ ამხელა ინტერესი გაჩნდა აქ და ზოგადად ქვეყანაში. ყოველთვის ხელს შევუწყობთ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთით არიან დაინტერესებულნი, განსაკუთრებით კი, ბავშვებს" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176875