პრემიერლიგაში დაწინაურებული "ჰალი" უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სტივ ბრიუსი გუნდიდან ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ წავიდა.
"ჰალი" გასულ სეზონში ბრიუსმა ჩემპიონშიფში მესამე ადგილზე გაიყვანა და ინგლისის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა. 2013 წელს სტივმა "ვეფხვები" უმაღლეს დივიზიონში დააწინაურა და 2015 წელს გუნდი ჩემპიონატიდან გავარდა.
კლუბის ხელმღვანელობამ მწვრთნელს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატებები უსურვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება "ჰალის" თავკაცი 2016/17 წლების სეზონში.