ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ავსტრიულ კიცბიუელში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ფინალში ითამაშა და იტალიელ პაოლო ლორნენცისთან 3:6, 4:6 დამარცხდა, ფეისბუქის გვერდის საშუალებით, გულშემატკივრებს მიმართა.
“მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისათვის. ძალიან მწყდება გული დღევანდელი წაგებით და დიდი ხანი გამყვება ეს შეგრძნება. ვერანაირ გამართლებას ვერ ვუძებნი ჩემს თავს, მითუმეტეს, ფინალში მაგრამ რა გაეწყობა. ეს უკვე წარსულია. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თავდაჯერებულობაა, ეს გრძნობა კიდევ მხოლოდ შრომიდან მოდის. მინდა, ლორენცის და მის გუნდს წარმატება მივულოცო. მან გამარჯვება დაიმსახურა. შემდეგი ტურნირი პრაღაში მელის”.
შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 150 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ბასილაშვილი მსოფლიოს 123-ე ჩოგანია.
და ნიკოლოზის მიერ აღნიშნულ პრაღის ტურნირზეც. ჩეხური ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 42 500 ევროა, ქართველი ჩოგბურთელი კი მე-3 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ესპანელ ხორდი სამპერ-მონტანას ეთამაშება.