ფეხბურთი

19:08 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატო „ვილიარეალს“ უნდა

ბრაზილიელ ფორვარდ ალეშანდრე პატოს ევროპაში დაბრუნების შანსი კიდევ ერთხელ გაუჩნდა. AS-ის ცნობით, 26 წლის „კორინთიანსის“ ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ესპანური „ვილიარეალი“ იჩენს.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელები შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას სწორედ პატოს მეშვეობით გეგმავენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი მარსელინო ბრაზილიელის სათამაშო კრიტერიუმებით კმაყოფილია და უახლოეს პერიოდში „ვილიარეალის“ ხელმძღვანელობა „კორინთიანსისი“ წარმომადგენლებს დაუკავშირდება.

პატო ბრაზილიური „ინტერნასიონალიდან“ იტალიურ „მილანში“ 2007 წელს გადავიდა და იქ 6 სეზონი გაატარა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და 2013 წელს სამშობლოში, „კორინთიანსში“დაბრუნდა. 2014-2016 წლებში ის განათხოვრების წესით „სან პაულოში“ თამაშობდა, ხოლო გასული სეზონის გარკვეული პერიოდი ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა. მაგრამ ბრაზილიელმა ვერ შეძლო გუნდში ადგილის დამკვიდრება, 2 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და „არისტოკრატებმა“ მასთან კონტრაქტის გაფორმება აღარ ისურვეს.

0.115441