საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი ფოთის “კოლხეთი” ახალი სეზონის წინ გაძლიერებას განაგრძობს. როგორც მეგრული გუნდის ფეისბუქგვერდი გვამცნობს, ამიერიდან “კოლხეთის” ღირსებას აზერბაიჯანელი მცველი რასიმ რამალდანოვი დაიცავს. იგი პოზიციით ცენტრალური მცველია და 30 წლის გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მისთვის აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებიც არაა უცხო, რომლის ღირსებაც აქამდე 16 მატჩში დაუცავს.
რამალდანოვი “კოლხეთამდე” სამშობლოში “სიმურგის”, “ხაზარისა” და “სუმგაითის” რიგებში ირჯებოდა.