ფეხბურთი

13:07 | 23.07.2016 | ნანახია 1149 - ჯერ

გილერმო ოჩოა ლიგა ადელანტეში ითამაშებს

გამოცდილი მექსიკელი მეკარე გოლერმო ოჩოა ამიერიდან “გრანადას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. 31 წლის კიპერი, რომელიც “მალაგას” საკუთრებაშია, “გრანადას” კარს დამდეგ სეზონში იჯარით დაიცავს.

ოჩოა საკმაოდ მაღალი დონისა და გამოცდილი დონის კიპერია და ცოტა გასაკვირია, რომ ლიგა ადელანტეში თამაშს დასთანხმდა. მან განსაკუთრებით კარგად თავი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე წარმოაჩინა.

გილერმოს ევროპაში “მალაგას” გარდა, ფრანგული “აიაჩოს” კარი დაუცავს, ხოლო სამშობლოში მეტწილად “ამერიკას” რიგებში ირჯებოდა. გასულ სეზონში მექსიკელმა ლა ლიგაში 11 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:07 | 23.07.2016
alejandro (44439)

ლევანტე(რამოდენიმე ტურით ადრე), ხეტაფე და რაიო გავარდნენ სეგუნდაში(ორივე ბოლო ტურში).
გრანადამ ბოლოს წინა ტურში სევილიასთან სანჩეს პისხუანზე მოგებით დაიბევა ადგილი ლალიგაში და ბოლო ტური ბარსასთან ფორმალობად აქცია...
ხოლო ლალიგაში გადმოვიდნენ ალავესი,ოსასუნა და ლეგანესი

18:55 | 23.07.2016
Torres9 (12692)

სათაური რო წავიკითხე მეც დავეჭვდი რა ადელანტე თქო, გრანადა დარჩა მესამე უიღბლო (ჩემდა სამწუხაროდ) ხეტაფე იყო რომელიც გავარდა

18:44 | 23.07.2016
alejandro (44439)

სულ ეგ მაქვსხოლმე სათქმელი რომ სტატიას თუთიყუშებივით ნუ აკოპირებთ,ცოტა იაზროვნეთ რა, დავიჯერო ელემენტალურად ვერ ერკვევით ფეხბურთში და მხოლოდ თარჯიმნის პოზიციაზე მუშაობთ?
გრანადა რომელ ლიგაშია?

17:40 | 23.07.2016
ManUtdFan (278)

msoflioze rac aman ivajkaca metqi magrad gaichitebatqp da granadashi gadavida

16:34 | 23.07.2016
a.reversi (9540)

რა ადელანტე?

15:30 | 23.07.2016
forza lazio bamos real (147)

გრანადა არ გავარდნილა ლა ლიგიდან

13:24 | 23.07.2016
forza lazio bamos real (147)

ცოდვაა. სად დაბოდიალობს არადა კაი მეკარეა

0.122976