სხვა

1:43 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუჩერის გაეჯიბრება

ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე დღეს მსოფლიო ჩემპიონ ქრის მაუჩერისთან ბრძოლას გამართავს.

როგორც GLORYKickboxing-ის ოფიციალური გვერდი იტყობინება, ბრძოლა ვირჯინიის დროით 18:00 საათზე (თბილისის დროით 02:00 საათზე) დაიწყება. ბრძოლა Glory World Series-ის ფარგლებში ჩატარდება. ეს კიკბოქსინგში უმაღლესი ლიგაა.

გიგა ჭიკაძე კალიფორნიაში მოემზადა საკუთარ მწვრთნელ რაფაელ კორდეიროსთან, რომელიც 2016 წელს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. ჭიკაძე უკვე ერთი წელია, რაც ლოს ანჯელესში მართავს ბრძოლებს. ის არაერთი კომპანიის სახეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115252