ფეხბურთი

23:23 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის "ბარსელონაში" თამაში სურს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ კატალონიის "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა Sport-მა გაავრცელა.

ლონდონის "არსენალის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მზადაა თურქული გრანდი დატოვოს. სურვილის მიუხედავად არსებობს მისი სახელფასო პრობლემა, თუმცა ჰოლანდიელი მზადაა ძლიერ ლიგაში ითამაშოს და ანაზღაურება შეიმციროს.

"ფენერბაჰჩე" ფეხბურთელის სანაცვლოდ მხოლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს. "ბარსელონას" თავკაცს ლუის ენრიკეს სურს ვან პერსი ლიონელ მესის, ლუის სუარესის და ნეიმარის უკან ათამაშოს.

0.107228