ფეხბურთი

21:08 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი დაიმატა

ლონდონის "არსენალმა" ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "ბოლტონის" უნივერსალური მცველი რობ ჰოლდინგი დაიმატა. ფეხბურთელს შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში თამაში, ასევე - მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

როგორც "მეთოფეთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით ისიც უცნობია თუ რამდენი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა ლონდონურმა გრანდმა ინგლისელის სანაცვლოდ.

ჰოლდინგმა გასულ სეზონში "ბოლტონის" რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115621