კალათბურთი

18:31 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სატორანსკი “ვაშინგტონის” კალათბურთელია

24 წლის ჩეხი გამთამაშებელი ტომაშ სატორანსკი “ვაშინგტონ უიზარდსის” კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით ჩეხმა დედაქალაქელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაში გამთამაშებელი 9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

განვლილ სეზონში სატორანსკი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.6 ქულას, 4.2 მოხსნას და 2.9 პასს აკეთებდა.

0.110844