გერმანიის ვიცე-ჩემპიონი “დორტმუნდი” გაძლიერებას განაგრძობს. “ყვითლებმა” მარიო გიოტცეს შემდეგ გერმანიის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ანდრე შურლე გაიფორმეს. ამის შესახებ “ბორუსიას” ვებგევრდი ოფიციალურად იუწყება. “ვოლფსბურგის” აწ უკვე ყოფილი შემტევი “სიგნალ იდუნა პარკზე” მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარჩება.
“შურლე მხოლოდ 25 წლისაა, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება ძალიან დიდი აქვს. მას შეუძლია ჩვენს გუნდს სარგებელი მოტანოს”, - განაცხადა “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა ზორკმა.
თავის მხრივ, ახალი გუნდის შესახებ შურლემაც ისაუბრა:
“ბორუსია” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ეს ძალიან კარგი თავგადასავალი იქნება ჩემთვის. მომდევნო წლებში მსურს, ტიტულების მოგება ამ მაისურით”, - აღნიშნა შურლემ.
ანდრე შურლემ სახელი ლეევრკუზენის “ბაიერში” თამაშით გაითქვა, საიდანაც ლონდონის “ჩელსიში” აღმოჩნდა, თუმცა “არისტკრატების” დატოვება მალევე მოუწია და ბოლო წელიწადნახევარი “ვოლფსბურგში” გაატარა.