25 წლის მცირე ფორვარდმა, ამერიკელმა სოლომონ ჰილმა “ნიუ ორლეან პელიკანსკთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც კალათბურთელი 52 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
განვლილ სეზონში ჰილი “ინდიანას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4.2 ქულას და 2.8 მოხსნას აკეთებდა.