ფეხბურთი

21:15 | 21.07.2016 | ნანახია 1988 - ჯერ

"ბარსელონამ" ჰალილოვიჩი "ჰამბურგში" გაუშვა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ნახევარმცველი ალენ ჰალილოვიჩი კარიერას "ჰამბურგში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 20 წლის მოთამაშემ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ბლაუგრანამ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო მიიღო.

ჰალილოვიჩი "ბარსას" მოთამაშე 2014 წლის ზაფხულში გახდა და სარეზერვო გუნდში დაიწყო ასპარეზობა. ერთი წლის შემდეგ მთავარ გუნდში დააწინაურეს და "ხიხონში" გაანათხოვრეს, სადაც 37 შეხვედრაში თავი 5-5 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ალენს ესპანური გრანდის რიგებში მხოლოდ 28 წუთი აქვს ნათამაშები.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:13 | 22.07.2016
BATIGOLI 9. (4375)

კარგია რომ მოაშორეს ეს ჭირვეული. უდაოდ ნიჭიერი ბიჭია,მაგრამ ტვინი არ ჰყოფნის ფეხბურთის სათამაშოდ.
წესით ბუნდესლიგას უნდა მოერგოს,მითუმეტეს ჰამბურგის დონის გუნდში

23:11 | 21.07.2016
forza lazio bamos real (147)

ბარსელონას წლის ტრანსფერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122354