საქართველოს ძალოსნობის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა - რაულ ცირეკიძის (94 კგ) ნაცვლად, ბრაზილიურ განაცხადში გიორგი ჩხეიძე (105 კგ) ჩაწერეს. 18 წლის სპორტსმენი, რომელიც ახლახან, 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრებთან ერთად ბაზალეთში მიმდინარე შეკრებაზე ემზადება.
ძალოსნები ბაზალეთიდან თბილისში აგვისტოს დასაწყისში დაბრუნდებიან, რიო დე ჟანეიროში კი 4 აგვისტოს ჩაფრინდებიან.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე სამი ძალოსნით გამოვა. გიორგი ჩხეიძე ბრაზილიურ ფიცარნაგზე 15 აგვისტოს გავა, ხოლო 16-ში მედლებისთვის ბრძოლაში ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ) ჩაებმებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა
რაული რომ იყო თავის წონაში კიდე არაუშავდა, მაგრამ 1 წონით მომატებულია და ათეულში შესვლის შანსიც არ აქვს და ჩხეიძე გაცილებით უფრო ძლიერია და პერსპექტიული და დიდ გამოცდილებას მიიღებს ოლიმპიადაზე გამოსვლით
წარმატებები
მიზეზი რა არის ცვლილების ნეტა?
მიზეზი ისაა, რომ გიორგი გაცილებით პერსპექტიული სპორცმენია და წარმატებით გამოსვლის მეტი შანსი აქვს.