ფეხბურთი

18:15 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: იტალია ფინალშია და მეტოქეს ელოდება

გერმანიაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა – იტალიის ნაკრებმა ინგლისს აჯობა და გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

მანჰეიმში გამართული მატჩის ბედი “სკუადრა აძურას” მარცხენა მცველმა ფედერიკო დიმარკომ გადაწყვიტა, რომელმაც დუბლი შეასრულა. საერთოდ, “ინტერის” აღზრდილი და ამჟამად “ემპოლიში” მობურთავე ფეხბურთელი ხსენებულ ტურნირზე შესაშურად ასპარეზობს – 4 გოლი აქვს გატანილი.

დიმარკომ ჯგუფში ორჯერ ოახერხა მეტოქეების დამწუხრება, ორჯერვე პენალტით, ხოლო ეს მონაგარი დღეს გააორმაგა. 27-ე წუთზე მან კვლავ 11 მეტრიდან მოახერხა გოლის გატანა, ხოლო მე-60 წუთზე დიდებული საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ნათელი გახადა იტალიელთა წარმატება. ერთადერთი რაც ინგლისმა შეძლო, 85-ე წუთზე პიკის ავტოგოლი გახლდათ.

არადა, ჯგუფურ ტურნირზე ინგლისმა სამივე თამაში მოიგო და თიტქოს ნახევარფინალის ფავორიტიც იყო, მაგრამ საქმე იტალიასთან ეჭირა და როგორც ჩანს, აპენინელთათვის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.

მეორე ფინალისტიც დრეს გაირკვევა – პორტუგალიის 19-წლამდე ნაკრები საფრანგეთს ჩვენი დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება.

ინგლისი - იტალია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 დიმარკო (27, პენ), 0:2 დიმარკო (60), 1:2 პიკი (85, ა.გ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118229