ჩოგბურთი

15:03 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ასტანას ტურნირს გამოეთიშა

18 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

ბოლქვაძე მეოთხედფინალში რუს ვალერია სავინიხს გაეჯიბრა და 3:6, 2:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა წყვილთა შეჯიბრშიც მეოთხედფინალში წააგო.

0.114845