ფეხბურთი

11:45 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

პიაცამ “დინამო” დატოვა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის

მოკლედ, როგორც იქნა დასრულდა ხორვატი მარკო პიაცას სატრანსფერო საგა – 21 წლის ნიჭიერი შემტევი დღეს ტურინში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მერე კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერს ხელს, რომელიც 5 წლიანი იქნება. წლიურ გასამრჯელოდ კი, ახალგაზრდა მოთამაშე 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.

პიაცამ გუშინ, ზაგრების “დინამოს” რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა “ვარდართან” და მშობლიურ კლუბს დუბლით დაემშვიდოება. მანვე მოგვიანებით თავის ფეისბუქის გვერდზე ვრცელი სტატუსი დაწერა, რომელიც მთლიანად ასევე “დინამოს” მიუძღვნა...

მარკო პიაცას მიმართ სერიოზულ ინტერესს “მილანიც” იჩენდა, ადრიანო გალიანი ზაგრებშიც შეხვდა ფეხბურთელის აგენტს, მაგრამ გადაწყვეტილება უშუალოდ პიაცამ მიიღო და “იუვენტუსში” გადასვლა ამჯობინა.

0.110887