თამაშგარე

17:10 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერიკა სამშობლოს გაუნაწყენდა

იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო მატრის მოდელი ცოლი, ფედერიკა მარჯი თავის სამშობლოს - იტალიას იმდენად გაუნაწყენდა, რომ გაცოფებული იძახის, ფეხი უნდა დავკრა და აპენინიდან ისე გადავიკარგო, როგორც კრასუსი გადაიკარგა და ამის გამო გულთან დარდასაც კი არ მივიტანო.

ფედერიკას განაწყენების მიზეზი ერთობ ბანალურია და გადასახადების სიდიდეში მდგომარეობს. როგორც მარჯი ამბობს, მის მიერ შექმნილ სამოდელო სააგენტოს უაზროდ ბევრი გადასახადის გადახდა უწევს და იტალიის საგადასახადო კანონმდებლობა მისთვის მძიმე და მიუღებელია.

სხვათა შორის, იგივეს ამბობენ ფრანგი, გერმანელი და ესპანელი ბიზნესმენები. ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს “დიდებულ” რუსეთში სამარცხვინო გადახვეწის მიზეზიც სწორედ ეს იყო.

როგორც ეკონომიკის ექსპერტები იძახიან, საქართველოში გადასახადები ევროპაზე დაბალი ყოფილა და ახლა ის დროა, ეს ხალხი ჩვენთან მოვიწვიოთ. ფედერიკა მარჯის აქ ჩამოსვლა განსაკუთრებულად რატომ უნდა გვიხაროდეს - ამას მისი ფოტოებიდანაც მიხვდებით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110658