ფეხბურთი

0:47 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

უკვე ოფიციალურად: “დინამო” “დინამოს” პირისპირ

ოფიციალურად გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოს” მეტოქე ზაგრების “დინამო” იქნება.

შეგახსენებთ, რომ II რაუნდში საქართველოს ჩემპიონმა გზიდან სომხური “ალაშკერტი” ჩამოიცილა, ზაგრებელებმა კი მაკედონიურ “ვარდარს” აჯობეს, თუმცა კი, სანერვიულოც ბევრი შეხვდათ.

ხორვატებს გასვლითი შეხვედრა 2:1 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ დაახლოებით საათის თავზე შინ ამავე ანგარიშით მარცხდებოდნენ.

საბოლოოდ, უფრო მაღალმა კლასმა მაინც თავისი გაიტანა. მატჩის გმირი “დინამოს” ლიდერი მარკო პიაცა გახდა, რომელმაც 2 პენალტი შეაგდო, 1 საგოლე პასიც მიითვალა და ზაგრებელებმა 3:2 მოიგეს.

კარგი ისაა, რომ სავარაუდოდ, ეს პიაცას ბოლო მატჩი იყო ზაგრებელთა მაისურით. მან კონტრაქტი ტურინის “იუვენტუსთან” გააფორმა და კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.

ორი ”დინამოს” პირველი დაპირისპირება ხორვატიაში 26 ივლისს შედგება, 2 აგვისტოს კი გუნდები თბილისში “დინამო არენაზე” ითამაშებენ.

0.123778