კალათბურთი

23:35 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი სომხეთთან და მეოთხედფინალი ისლანდიასთან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე (B დივიზიონი) ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ჩაატარა. მისი მეტოქე სომხეთის ნაკრები იყო. ქართველებს მეოთხედფინალში გასვლა განაღდებული ჰქონდათ – მეორე ადგილს ვერც ჩამოსცილდებოდნენ და ვერც ასცდებოდნენ.

შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა გახდა იმის მიზეზი, რომ ქართველმა კალათბურთელებმა მატჩი არადამაჯერებლად ჩაატარეს. მანამდე მოგების არმქონე სომხეთთან გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა ბოლო წამებს მიანდეს...

არადა, ჩვენმა ახალგაზრდებმა რადიკალურად განსხვავებულად ჩაატარეს წინა ორი შეხვედრა – ძლიერ მაკედონიასა და პორტუგალიას საქმე, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში მოუთავეს.

ასეა თუ ისე, ჯგუფში პირველ ადგილზე ჩერნოგორია გავიდა, მეორეზე – საქართველო. ორივემ მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პლეი ოფში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ისლანდია იქნება, რომელმაც ბოლო ტურში მოულოდნელად პოლონეთს 62:60 სძლია და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. იქნება. მატჩი პარასკევს, 22 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ევროპის U20 ჩემპიონატი. B დივიზიონი. ხალკიდა, საბერძნეთი

საქართველო – სომხეთი 62:65 (22:16, 14:13, 14:20, 12:16)

საქართველო: ტურძელაძე (10ქ, 8მ, 3პ), რევაზაშვილი (2ქ), მასხულია (9ქ, 9მ, 4პ), დ. ლომიძე (16ქ, 4პ), გოგნაძე, გიორგაძე (4ქ, 6მ), ისიანი (16ქ, 11მ), ქავთარაძე (5ქ), ზუზაძე.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138217