საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს საუკეთესო შემთხვევაში ორი ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრებს. სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპირველობაზე გუშინ პოდიუმის მესამე საფეხურზე გიორგი ელბაქიძე (58 კგ) ავიდა. დღეს კი ანალოგიური შედეგისთვის ბრძოლას გოდერძი ძებისაშვილი (54 კგ) აგრძელებს.
ძირითად ბადეში ძებისაშვილმა მოლდოველი ნიკუ კატავეიცა (5:3), ბელარუსი ძიანის სალავეი (6:0) და ბულგარელი დიმიტარ ატანასოვ ანგელოვი (10:0) ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ბერძენ გეორგიოს პილიდისთან დამარცხდა (5:7) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც აზერბაიჯანელ საბუტაი ამიშოვს დაეჭიდება.
დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით შვედურ ხალიჩაზე ძებისაშვილის გარდა სიმონ ბერიძე (46 კგ), ამირან ვახტანგიშვილი (54 კგ), დანიელ მარქარაშვილი (63 კგ), მირიან მაისურაძე, მიხეილ ბოჭორიძე (ორივე 76 კგ) და ელგუჯა ბალანჩივაძეც (100 კგ) გავიდნენ, მაგრამ ევროპირველობას დილის პროგრამიდანვე გამოეთიშნენ.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უსუსტესია
იატბელიზე უნდა წავიდეს,მას არ შეუძლია და არც გააკეთებს ქართულ საქმეს,მას მხოლოდ ქართველების გახლეჩვაში იყენებენ.კვირკველიავ ყველაფერი შენი ბრალია დროზე რომ არ დაახვევიე ნაკრებიდან ამ ხელის ბიჭს,ეხლა მაინც მოდი აზრზე და ნაკრები ჩააბარე ნაღდ ქარტველს ვისაც გული შწტკივა საქართველოზე და მის სახელზე,გყავან საბედნიეროდ მასეთები.
ცუდად ვიასპარეზეთ, 17 მონაწილიდან მხოლოდ 1 კინკილა ბრინჯაო!...
რუსებმა მოხვეტეს ოქროები, 10 წონითი კატეგორიიდან 6-ში ჩემპიონები გახდნენ.
ციფრები თავისას მეტყველებენ.