ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაგოიას ბაშოზე მე-3 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა მიტაკეუმის იორიკირით სძლია.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ივლისის სუპერტურნირზე უკვე 8 ბრძოლა აქვს წაგებული, ამდენად, სასტიტულო ვარდნას მაინც ვერ გადაურჩება. ქართველი სეკიტორის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 7:6-ს უგებს.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ლიდერობას მონღოლი იოკოძუნები – ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო და კომუსუბი ტაკაიასუ ინარჩუნებენ. მათ აქტივში 9-9 მოგებაა.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დადებით ბალანსზე გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის 1-ლი ნომრის წოდებით ირჯება, 1 დღით ძალები მაკუუჩიში მოსინჯა და დასავლეთის მე-15 მაეგაშირა სადანოფუჯის ჰატაკიკომით აჯობა.
გაგამარუს 5 მარცხის წილ 6 გამარჯვება აქვს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-6 ნომერი კიოკუშუჰო იქნება.
ნაგოიას ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 8:40-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეტყობა იმ ტრავმის მორჩენას "გადაყვა" და ამ ბაშოს წინ სათანადოდ ვარჯიში ვერ მოასწრო... აშკარად მოისუსტებს ფიზიკურად
თფუ, დღეს ორივემ ჩაიკუკა! არადა, იმედი მქონდა რომ ტოჩიმ იქნებ მინიმალური მაკე-კოში დააფიქსიროს-მეთქი. ახლა კი მოუწევს რიგით მაეგაშირობამდე დაქვეითება (სადღაც 3-5-მდე).
გაგამ ხო ბოლო მომენტამდე უნდა გვაწვალოს, მაგრამ იქნებ დადებითს მიაღწიოს და დაბრუნდეს
ჩაგდებული აქვს ლევანს ეგ ბაშო. მაგრამ იქნებ მინიმალური მაკეკოში აიღოს.
გაგა ახლოსაა მაკუუჩიში გადასვლასთან