ფეხბურთი

12:52 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "მანჩესტერი" უარით გაისტუმრა

როგორც Guardian-ი იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" პოლ პოგბას სანაცვლოდ შემოთავაზებული 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი იუარა. ინგლისური გრანდი მზადაა 87 მილიონი ამ ზაფხულს გადაიხადოს და ბონუსების სახით 13 მილიონი შემდგომში გადარიცხოს.

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული თანხა იტალიელებს არ აკმაყოფილებთ და პირველი ოფიციალური შემოთავაზებით უკმაყოფილოები დარჩნენ. "იუვენტუსს" სურს 100 მილიონი გირვანქა და ბონუსების სახით 8 მილიონი. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდებიან თუ არა აღნიშნულ წინადადებას "წითელი ეშმაკები".

ასევე იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ფრანგს ტურინული გუნდის დატოვება უნდა და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა დროის ძვირადღირებულ ტრანსფერს უახლოეს მომავალში განახორციელებს.

0.116568