ფეხბურთი

19:10 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "მაჰრეზს "ლესტერში" დარჩენა უნდა"

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონის "ლესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ოქსფორდთან" მოგებული ამხანაგური შეხვედრის (2:1) შემდეგ განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯარა კლუბისთვის უკვე დაიხურა.

"გუნდში ყველა ბედნიერია. მორჩა, სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა. მაჰრეზის ველაპარაკე და მას კლუბში დარჩენა სურს." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

გასული სეზონის პრემიერლიგის ფეხბურთელთა რჩეული ალჟირელი მოთამაშე რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს, თუმცა რანიერის ინფორმაციით, აფრიკელი "მელიების" რიგებში თამაშით ბედნიერია.

0.112437