დანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელ ანდრეას კრისტიანსენს შანსი ჰქონდა "გლადბახის" სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო, თუმცა "არისტოკრატებმა" გერმანული კლუბის შემოთავაზებული 17 მილიონი ევრო იუარეს. ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
დანიელი მცველი "გლადბახში" 2015 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარის წესით გაუშვეს. გასულ სეზონში ახალგაზრდა 20 წლის მოთამაშემ 39 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი მოედანზე შეუცვლელად თამაშობდა და გერმანელებმა მისი გამოსყიდვა გადაწყვიტეს.
ბუნდესლიგის გუნდში გადასვლის დროს კრისტიანსენი სატრანსფერო ღირებულება 1.5 მილიონი ევრო იყო, თუმცა ერთ სეზონში დანიელის საბაზრო ფასი 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.