ფეხბურთი

17:00 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორგანმა “ლესტერთან” გაახანგრძლივა

“ლესტერის” კაპიტანმა 32 წლის უეს მორგანმა კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მორგანი “ლესტერში” 2012 წლიდან თამაშობს. მცველმა განვლილ სეზონში “მელიების” მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.116068