არგენტინის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლისაბონის "ბენფიკას" ყოფილი შემტევი ნიკო გაიტანი კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. როგორც მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელებმა გაიტანის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ნიკო "ბოკა ხუნიორსიდან" "ბენფიკაში" 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 252 მატჩში 41 გოლი გაიტანა. გასული სეზონში გაიტანმა 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინის ნაკრებში შემტევს დებიუტი 2009 წელს ჰქონდა და "ალბისელესტეს" მაისურით მოედანზე 16 მატჩში გამოჩნდა, გულშემატკივრები კი ორჯერ გაახარა.