ფეხბურთი

10:16 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში პორტუგალიის ნაკრებში 2020 წლამდე დარჩება

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გუნდს კიდევ მინიმუმ ორ მსხვილ ტურნირზე უთავკაცებს.

61 წლის სპეციალისტმა გუნდი 2014 წლის სექტემბერში ჩაიბარა, ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კი, პირველად პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში, მან მსხვილი ტურნირი მოიგო.

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სანტუშმა შეთავაზება მიიღო და ახალ, 4-წლიან კონტრაქტზე საკუთარი ხელმოწერა დასვა. ამრიგად, ის გუნდს 2018 წლის მსოფლიოს და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატებზე გაუძღვება.

0.118577